ფეხბურთი | ვენსან კომპანი - „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ მჯერა, მათ დამარცხებას შევძლებთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი დაძაბული თამაშისთვის ემზადება. პარიზში 4:5 წაგების მიუხედავად, ბავარიელთა თავკაცი „ალიანც არენაზე“ ვითარების შეცვლას და ფინალში გასვლას იმედოვნებს.
„პსჟ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. პარიზელებს გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა შემთხვევით არ მოუგიათ, ახლაც განაგრძობენ განვითარებას და წინსვლას. მათ წინააღმდეგაც თამაში ძალიან რთულია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზნები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ მათ დამარცხებას შევძლებთ.
ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე გუნდმა შეცვალოს სათამაშო სტილი. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პარიზში მარცხის მიუხედავად, „ბაიერნმა“ აჩვენა, რომ ნებისმიერი გუნდის მცველებთან თამაშის უნარი აქვს.
მნიშვნელოვანი თამაშების მოგება ორივე გუნდს შეუძლია. საბოლოო ჯამში, წარმატებისთვის მეტოქეზე ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. გვინდა, სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთის ჩვენება. რა თქმა უნდა, პარიზელებთან ეს რთული იქნება, მაგრამ შეტევაა ჩვენი სტილია და მას არ შევცვლით“.