ფეხბურთი | ვასილიოს გორდეზიანი საბერძნეთში დაბრუნდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ვასილიოს გორდეზიანი საბერძნეთში დაბრუნდა #1TVSPORT

ვასილიოს გორდეზიანმა „დინამო თბილისი“ დატოვა და კარიერას სუპერლიგა 2-ის (საბერძნეთის რანგით მესამე ლიგა) „ელასი სიროუში“ განაგძობს – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.

სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, 23 წლის ქართველი თავდამსხმელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და უკვე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ნახევარწლიანია და 2026 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაბადებული თავდამსხმელი პაოკ-ის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. ძირითადად „პაოკი B-ში“ თამაშობდა.

„დინამო თბილისს“ 2024 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც ნახევარი სეზონი „სარაევოში“ გაატარა, მაგრამ ისევ „დინამოში“ დაბრუნდა.