ფეხბურთი | უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ფეხბურთი | უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ #1TVSPORT

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის მეხუთე გათამაშების წილისყრა გაიმართა.

ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრები კვლავაც B დივიზიონში ითამაშებს, „ჯვაროსნები“ წილისყრის შედეგად B2 ჯგუფში მოხვდნენ:

ერთა ლიგა 2026-2027

B2 ჯგუფი

უნგრეთი

უკრაინა

საქართველო

ჩრდილოეთ ირლანდია

განსხვავებით წინა წლებისგან, როცა სანაკრებო მატჩებისთვის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში  სამი ფანჯარა იყო გამოყოფილი, ამჯერად, სექტემბერ-ოქტომბერში, 12 დღის განმავლობაში, გუნდებს ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევთ, ბოლო ორი ტური კი ნოემბერში ხუთდღიან ინტერვალში ჩატარდება. პლეი ოფები, 2027 წლის მარტის ნაცვლად, ივნისში გაიმართება.

გათამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ერთა ლიგის თამაშების განრიგი:

I ტური: 24-26 სექტემბერი

II ტური: 27-29 სექტემბერი

III ტური: 30 სექტემბერი-3 ოქტომბერი

IV ტური: 4-6 ოქტომბერი

V ტური: 12-14 ნოემბერი

VI ტური: 15-17 ნოემბერი

წილისყრის სრული შედეგები ასეთია:


A დივიზიონი


A1 ჯგუფი: საფრანგეთი, იტალია, ბელგია, თურქეთი

A2 ჯგუფი: გერმანია, ნიდერლანდები, სერბეთი, საბერძნეთი

A3 ჯგუფი: ესპანეთი, ხორვატია, ინგლისი, ჩეხეთი

A4 ჯგუფი: პორტუგალია, დანია, ნორვეგია, უელსი


B დივიზიონი


B1 ჯგუფი: შოტლანდია, შვეიცარია, სლოვენია, ჩრდ. მაკედონია

B2 ჯგუფი: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია

B3 ჯგუფი: ისრაელი, ავსტრია, ირლანდია, კოსოვო

B4 ჯგუფი: პოლონეთი, ბოსნია, რუმინეთი, შვედეთი


C დივიზიონი


C1 ჯგუფი: ალბანეთი, ფინეთი, ბელარუსი, სან მარინო

C2 ჯგუფი: მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლატვია ან გიბრალტარი (გამარჯვებული)

C3 ჯგუფი: ყაზახეთი, სლოვაკეთი, ფარერები, მოლდოვა

C4 ჯგუფი: ისლანდია, ბულგარეთი, ესტონეთი, ლუქსემბურგი ან მალტა (გამარჯვებული)


D დივიზიონი


D1 ჯგუფი: გიბრალტარი ან ლატვია (დამარცხებული), მალტა ან ლუქსემბურგი (დამარცხებული), ანდორა

D2 ჯგუფი: ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ლიხტენშტაინი.