ფეხბურთი | თურქული გამოცემა - „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტმა დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენთან“ მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ბეშიქთაშის“ პრეზიდენტმა სერდალ ადალმა, რომელიც ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდის გაძლიერებას ცდილობს, ზურიკო დავითაშვილის დასამატებლად „სენტ-ეტინის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაიწყო – ამის შესახებ წერილი გამოცემა Sabah-მა გამოაქვეყნა.
ფრანგებმა 2025 წლის ზაფხულში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 20 მილიონი ევრო (სხვა ცნობებით, 25 მილიონი) მოითხოვეს, რაც მაშინ თურქული მხარისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
გამოცემა ამტკიცებს, რომ „ბეშიქთაში“ დავითაშვილის გადასაბირებლად ამ თანხას მაინც გადაიხდის. კლუბის პრეზიდენტი მოლაპარაკებას აწარმოებს და ყველა ღონეს იხმარს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დასამატებლად, რომელიც 14 გოლით და 5 საგოლე გადაცემით საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.