ფეხბურთი | ტიაგუ სილვამ „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
ფეხბურთი | ტიაგუ სილვამ „პარი სენ-ჟერმენის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

„ფლუმინენსეს“ 41 წლის ცენტრალურმა მცველმა, ტიაგუ სილვამ განაცხადა, რომ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას გეგმავს და ერთ-ერთ მიზნად პსჟ-ის გაწვრთნას ისახავს.

„როდესაც მწვრთნელად მუშაობას დავიწყებ, მსურს, ყველა იმ კლუბს ვუხელმძღვანელო, სადაც კარიერის განმავლობაში მითამაშია. შესაბამისად, პსჟ? დიახ, ეს განსაკუთრებული იქნებოდა. შესაძლოა, ეს არასდროს მოხდეს, მაგრამ ასეთი მიზანი მაქვს დასახული“, – აღნიშნა სილვამ France Football-თან საუბრისას.

ტიაგუ სილვა პსჟ-ის ღირსებას 2012-დან 2020 წლამდე იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო. ფრანგული ფეხბურთის გრანდის რიგებში ჩატარებულ 315 შეხვედრაში სილვამ 17 გოლი გაიტანა.

მან პსჟ-თან ერთად 23 ტიტული მოიგო.