ფეხბურთი | The Athletic-მა პრემიერ ლიგაში ზამთარში შესრულებული ათი საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა #1TVSPORT
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა ინგლისის პრემიერლიგაში ზამთრის პერიოდის საუკეთესო ტრანსფერების სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც მარკ გეჰი მოხვდა.
ინგლისის ნაკრების მცველის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიმ“ „კრისტალ პალასს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა. გეჰის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ივნისში იწურებოდა.
მეორე ადგილზეა დუგლას ლუისის ტრანსფერი „ასტონ ვილაში“. ის ამ გუნდში ადრეც ირიცხებოდა, „იუვენტუსში“ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ახლა კი კვლავ ბირმინგემულ გუნდში დაბრუნდა.
ზამთრის ტოპ-10 ტრანსფერი პრემიერლიგაში:
მარკ გეჰი („კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერ სიტი“)
დუგლას ლუისი („იუვენტუსი“ – „ასტონ ვილა“)
ანტუან სემენიო („ბორნმუთი“ – „მანჩესტერ სიტი“)
ოსკარ ბობი („მანჩესტერ სიტი“ – „ფულემი“)
ალექს ტოტი („ფერენცვაროში“ – „ბორნმუთი“)
კონორ გალაჰერი („ატლეტიკო მადრიდი“ – „ტოტენჰემი“)
რაიანი („ვასკო და გამა“ – „ბორნმუთი“)
ანხელ გომესი („მარსელი“ – „ვულვზი“)
პაბლო ფელიპე („ჟილ ვისენტე“ – „ვესტ ჰემი“)
ტატი კასტეიანოსი („ლაციო“ – „ვესტ ჰემი“)