ფეხბურთი | თეონა ბაქარაძე – ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა #TVSPORT
თეონა ბაქარაძე გასულ სეზონში ქალთა საფეხბურთო ლიგის გამორჩეული ლიდერი იყო. ლოგიკურია, რომ წლის საზეიმო დაჯილდოებაზე 2025 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელისა და ფეხბურთელის და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
თურქეთში საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით გამოსვლის შემდეგ, თეონა ბაქარაძე წელს „ნიკე-ლუსოში“ გადავიდა და დიდი როლი ითამაშა, გუნდმა საქართველოს ჩემპიონობა პირველად რომ მოიპოვა.
„ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ გადმოგცემთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა. აღიარებას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა – ქალთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც გადმომცეს და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელასაც. მადლობა ასეთი ნდობისთვის“, – განაცხადა თეონა ბაქრაძემ.