ფეხბურთი | თბილისის „იბერია“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
თბილისის „იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტურში „გაგრა“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
„იბერიის“ კონკურენტმა, გორის „დილამ“ კი შინ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა, 2:2 ითამაშა და ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.
მომავალ წელს ევროთასებზე ოთხი ქართული გუნდი ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი:
„იბერია 1999“ (თბილისი)
კონფერენსლიგის საკვალიფიოკაციო ეტაპი:
„დილა“ (გორი)
„ტორპედო“ (ქუთაისი)
„დინამო თბილისი“
ეროვნულ ლიგაში დასარჩენად „თელავი“ და საგარეჯოს „გარეჯი“ იბრძოლებენ, რომლებიც პლეი ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მეორე-მესამე ადგილოსნებს, „სპაერსა“ და „მეშახტეს“ შეხვდებიან.
პლეი ოფის მატჩები 10 და 14 დეკემბერს გაიმართება.
„მეშახტე“ – „თელავი“
„გარეჯი“ – „სპაერი“