ფეხბურთი | „სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლით მოიგო - ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავთაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, გამარჯვების გოლი გაიტანა და 9.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„სენტ-ეტიენი“ მატჩის დასაწყიში ლუკას სტასინმა დააწინაურა, „დიუნკერკმა“ ანგარიში პირველ ტაიმში გაათანაბრა, ზურიკო დავითაშვილმა კი გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, იგი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
„სენტ-ეტიენი“ სატურნირო ცხრილში 57 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიგა-1 ში დაბრუნების ერთ-ერთი კანდიდატია.