ფეხბურთი | „სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და „სენტ-ეტიენს“ გასვლით მატჩში „გენგამის“ დამარცხებაში დუბლით დაეხმარა – 2:1.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ლიგა 2-ის 23-ე ტურის დაპირისპირებაში სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყვიტა – მე-10 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი შეასრულა.

ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს „ტრუა“ ლიდერობს (41 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები), შემდეგ კი 40-40 ქულით „რეიმსი“, „სენტ-ეტიენი“ და „რედ სტარი“ მოდიან.

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.