ფეხბურთი | „სენტ-ეტიენმა“ „მონპელიე“ დაამარცხა - დავითაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
„სენტ-ეტიენმა“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, 22-ე ტურში შინ „მონპელიეს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
„სენტ-ეტიენმა“ პირველად ითამაშა ფილიპ მონტანიეს ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარ მწვრთნელად ერიკ ჰორნელანდის ნაცვლად დაინიშნა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,4 ქულა. მატჩის ბედი კი 77-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა – სტუმართა კარი ჟულიენ ლე კარდინალმა აიღო.
„სენტ-ეტიენი“ 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.