ფეხბურთი | „სენტ-ეტიენმა“ ფრედ ითამაშა - დავითაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
ფეხბურთი | „სენტ-ეტიენმა“ ფრედ ითამაშა - დავითაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

სენტ-ეტიენი“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, საფრანგეთის ლიგა 2-ში სტუმრად „ნანსის“ დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე გატანილი ბურთით ქულა მოიპოვა – 1:1.

ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. 45-ე წუთზე მას ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 90+7-ე წუთზე ლუკას სტასინის მიერ გატანილი ბურთით შეძლეს.

29 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 54 ქულით ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას“ (58) ოთხი ქულით ჩამორჩება.