ფეხბურთი | „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელი - ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა დავითაშვილი „ამიენთან“ თამაშს #1TVSPORT
ჯერჯერობით უცნობია, ზურიკო დავითაშვილი ითამაშებს თუ არა „ამიენთან“ საფრანგეთის ლიგა 2-ს ბოლო ტურის მატჩში – ამის შესახებ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ მედიასთან განაცხადა.
9 მაისს „სენტ-ეტიენი“ „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ „ამიენს“ უმასპინძლებს, რომელიც ლიგა 2-იდან უკვე გავარდა. „მწვანეებს“ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადათამაშების გარეშე დაბრუნდნენ. პრობლემა ისაა, რომ „სენტ-ეტიენის“ შვიდი მოთამაშე (მათ შორის დავითაშვილი) ტრავმირებულია.
„ზურიკო დავითაშვილმა „როდეზთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშა და ჯერ არ ვიცით, ბოლო ტურში დაგვეხმარება თუ არა. მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. მატჩამდე კიდევ დავაკვირდებით და ვნახავთ, მზად იქნება თუ არა სათამაშოდ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, – თქვა „სენტ-ეტიენის“ მწვრთნელმა.