ფეხბურთი | სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის პირველი ფინალისტი გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის პირველი ფინალისტი გახდა #1TVSPORT

სენეგალის საფეხბურთო ნაკრები კონტინენტის მთავარი ტურნირის, აფრიკის თასის ფინალში ითამაშებს.

ნახევარფინალში სენეგალის ეროვნულმა გუნდმა ეგვიპტე 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე „ლივერპულისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, სადიო მანემ გაიტანა. მან აფრიკის თასზე უკვე 20 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც 21-ე საუკუნეში ტურნირის რეკორდია.

სენეგალი კონტინენტის პირველობის ფინალში ისტორიაში მეოთხედ ითამაშებს. 2002 წელს სენეგალელები კამერუნთან დამარცხდნენ, 2019 წელს კი – ალჟირთან. პირველი ტიტული ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ფინალში ეგვიპტეს სძლია.

სენეგალის მეტოქე ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელ მაროკოსა და ნიგერიას შორის გამარჯვებული იქნება. ფინალი 18 იანვარს შედგება.