ფეხბურთი | სენეგალი და მაროკო აფრიკის თასის ნახევარფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
10:10, 10.01.2026
აფრიკის ერთა თასზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ – ამ ეტაპზე მაროკოსა და სენეგალის ნაკრებები ითამაშებენ.
ტურნირის მასპინძელმა მაროკომ მეოთხედფინალში კამერუნის ნაკრებს 2:0 სძლია. გოლები ბრაჰიმ დიასმა და ისმაელ საიბარიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი დიასისთვის შეჯიბრებაზე მეხუთე იყო და ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
სენეგალმა მალის ეროვნულ გუნდს 1:0 მოუგო. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. გოლი ილიმან ნდიაიემ 27-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ამავე ტაიმში მსაჯმა მოედნიდან მალელთა ლიდერი ივ ბისუმა გააძევა.
სენეგალის მეტოქე ნახევარფინალში ეგვიპტესა და კოტ დ’ივუარს შორის გამარჯვებული იქნება, ხოლო მაროკო ალჟირსა და ნიგერიას შორის მოგებულს შეხვდება.
აფრიკის თასი 2025 | 10 იანვარს გასამართი მეოთხედფინალები: