ფეხბურთი | სენეგალი და მალი აფრიკის თასის პირველი მეოთხედფინალისტები გახდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
08:55, 04.01.2026
მაროკოში დაიწყო კონტინენტის მთავარი საფეხბურთო ტურნირის, აფრიკის ერთა თასის პლეი ოფი და გამოვლინდა მეოთხედფინალური ეტაპის ორი მონაწილე.
პირველ მერვედფინალში სენეგალის ეროვნულმა გუნდმა სუდანი 3:1 დაამარცხა. აბდალამ სუდანელები მე-6 წუთზე დააწინაურა, თუმცა პირველივე ტაიმში სენეგალმა უპირატესობა მოიპოვა – დუბლი შეასრულა პაპე გეიემ (29′, 45+5′).
მეორე ნახევარში სენეგალელთა უპირატესობა ორბურთიანი „პარი სენ-ჟერმენის“ 17 წლის შემტევმა, იბრაჰიმ მბაიემ გახადა, მან თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა.
მეორე მერვედფინალი მალისა და ტუნისს შორის შედგა. მატჩის 26-ე წუთზე მალი 10 კაცით დარჩა მოედანზე, მსაჯმა ვოიო კულიბალი უხეში თამაშის გამო მოედნიდან გააძევა. ტუნისმა რიცხობრივი უპირატესობით მხოლოდ 88-ე წუთზე ისარგებლა და ფირა შატოს გოლით დაწინაურდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე სინაიოკომ პენალტი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.
დამატებით დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა პენალტები შეასრულეს, მალიმ სამი დარტყმა გამოიყენა, ტუნისმა კი – მხოლოდ ორი და მეოთხედფინალში მალის ნაკრები გავიდა, სადაც სენეგალს შეხვდება, მატჩი 9 იანვარს ტანჯერში შედგება.
აფრიკის თასი 2025 | 4 იანვარს გასამართი მერვედფინალები: