ფეხბურთი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვას უმასპინძლა და 3:0 სძლია.
30-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში ნათია დანელიამ გახსნა, ორიოდე წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა თინათინ ამბალიამ, ხოლო საფინალო ანგარიში 37-ე წუთზე დანელიამ დააფიქსირა და დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ საქართველოსა და მოლდოვის ქალთა ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.