ფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ბულგარეთთან მატჩით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო, მეექვსე მატჩი ბულგარეთში, „ლევსკის“ სტადიონზე გამართა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც ბულგარელებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა საქართველოს ნაკრებს ჰქონდა, გაცილებით სახიფათო შეტევებს ბულგარელები ახორციელებდნენ.
მე-10 წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში რუსევმა გახსნა. 24-ე წუთზე მასპინძლებმა კვლავ სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს და ამჯერად კრასტევმა გაიტანა. ორივე შემთხევაში გოლი დიმიტროვის აქტიურობას მოჰყვა.

„ჯვაროსნებმა“ მეორე ტაიმში ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 88-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ გოლი ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა. დარჩენილ დროში, ქართველების დიდი მცდელობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა და ბულგარეთმა 2:1 გაიმარჯვა.
ასე და ამგვარად, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. მეოთხე – ბულგარეთია. პირველი ადგილი და მუნდიალის საგზური ესპანეთმა მიიღო, რომელმაც თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა. რაც შეეხება მეორეადგილოსან თურქეთს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფს ითამაშებს.
ბულგარეთი – საქართველო 2:1
გოლები: 1:0 რუსევი (10. ზ. დიმიტროვის პასით), 2:0 კრასტევი. 2:1 ლოჩოშვილი (89. ქვილითაიას პასით)
ბულგარეთი: მიტოვი, პეტროვი, კ. დიმიტროვი, ველკოვი, გეორგიევი, გრუევი, კრასტევი (90. ჩოჩევი), სტოიანოვი (76. შოპოვი), რუსევი (76. მინჩევი), ზ. დიმიტროვი (60. ნიკოლოვი), დესპოდოვი (60. პეტკოვი)
სათადარიგო: ბოჟევი, ევტიმოვი, ჩერნევი, პოპოვი, ბოჟინოვი, კრაევი, იორდანოვი.
მწვრთნელი: ალექსანდრ დიმიტროვი.
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი (86. აბუაშვილი), წიტაიშვილი, მექვაბიშვილი (31. ქვილითაია), ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (76. გულიაშვილი), კვარაცხელია, ზივზივაძე
სათადარიგორბი: კერესელიძე, გუგეშაშვილი, ნარიმანიძე, ბერიაშვილი, მამუჩაშვილი, ლომინაძე, ნონიკაშვილი, კვერნაძე, ტაბატაძე.
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გაფრთხილება: კიტეიშვილი (30), ქვილითაია (45+2). მიტოვი (84)
არბიტრი: ი. კელეტი (დანია)