ფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს #1TVSPORT

14:27, 17.04.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე მეორე სპარინგპარტნიორიც შეითანხმა და ბაჰრეინს შეხვდება.

ცნობილი იყო, რომ ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს ამხანაგურად თბილისში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებდა, ფრანგ სპეციალისტს მეორე თამაშის ჩატარების სურვილიც ჰქონდა, მაგრამ მეტოქე არ იყო დაზუსტებული.

საბოლოოდ ბაჰრეინთან თამაში გადაწყდა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც 2 ივნისს რუმინეთსაც დავპირისპირდებით.

ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება.

მსგავსი