ფეხბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.
ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს „მტკ ბუდეპაშტის“ 27 წლის მცველი ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კი ტრადიციულ პრესკონფერენციას გამართავს.
17 ნოემბრის განრიგი:
19:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
19:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი).
ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 18 ნოემბერს სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.