ფეხბურთი | საქართველო-ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება, თუმცა მას 14-წლამდე ფეხბურთელები დაესწრებიან #1TVSPORT

23:14, 02.09.2026

ერთა ლიგის პირველი ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების შეხვედრას 25 სექტემბერს „დინამო არენაზე“ 14-წლამდე ბავშვები დაესწრებიან.

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14-წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვებას ითვალისწინებს.

ამ პუნქტის საფუძველზე, უეფა-სთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები, რომლებიც ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის.

მსგავსი