ფეხბურთი | საფრანგეთის სუპერთასის მატჩი ქუვეითში ჩატარდება #1TVSPORT
საფრანგეთის სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მარსელს“ შორის ქუვეითში ჩატარდება.
საფრანგეთის ლიგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფინალური მატჩი ქუვეითის დედაქალაქში 2026 წლის 8 იანვარს შედგება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, ხოლო „მარსელმა“ ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და სუპერთასზე მონაწილეობის უფლება მიიღო.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს საფრანგეთის სუპერთასი ისტორიაში 13-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.