ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პირველი ტური „საბურთალო“ – ბოლნისის „სიონის“ დაპირისპირებით დასრულდა, რომელიც „მიხეილ მესხზე“ ჩატარდა.
ანგარიში ბოლნისელებმა გახსნეს: ალეკო კოშკაძის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ზვიად სიხარულიამ გაგზავნა – 0:1.
მეორე ტაიმში „საბურთალომ“ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარი სამჯერ აიღო: 56-ე წუთზე, წონასწორობა თედორე გრიგალაშვილმა აღადგინა 1:1, მე-80 და 90-ე წუთებზე კი დავით ვოლკოვმა დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე „სიონი“ 10 მოთამაშით დარჩა – ბოლო იმედის ჯარიმისთვის მეკარე თორნიკე ზარქუა გააძევეს. საბოლოოდ, თბილისელებმა გაიმარჯვეს და ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოიპოვეს – 3:1.
პირველი ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:
„ტორპედო“ – „დილა“ 2:3
„ჩიხურა“ – „კოლხეთი 1913“ 6:1
„ლოკომოტივი“ – „სამტრედია“ 1:2
„დინამო“ – „რუსთავი“ 1:2
პირველ ტურში სტუმარი გუნდები უკეთ გამოიყურებოდნენ – მათ ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგეს. სეზონის სტარტი უხვგოლიანი გამოდგა: ხუთ შეხვედრაში 22 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ, თამაშში – 4,4 გოლი.