ფეხბურთი | საბა მამაცაშვილის დუბლით „კალმარმა“ „ორგრიტი“ დაამარცხა და შვედეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფეხბურთში შვედეთის რანგით მეორე დივიზიონის ბოლოსწინა, 29-ე ტურის შეხვედრაში საბა მამაცაშვილის „კალმარმა“ სტუმრად „ორგრიტი“ ქართველი მცველის დუბლით დაამარცხა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა – 2:0.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში ორი ეფექტური გოლი მე-11 და მე-80 წუთებზე გაიტანა.

„კალმარს“ ბოლო, 30-ე ტურის წინ 64 ქულა აქვს და შვედეთის უმაღლესი ლიგის საგზურში ვერავინ შეეცილება.

რაც შეეხება საბა მამაცაშვილს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.