ფეხბურთი | „რუსთავმა“ „დინამო თბილისიდან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა, გუნდს 24 წლის მცველი ირაკლი იაკობიძე „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა.
ირაკლი იაკობიძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და თბილისის მთავარი გუნდის ღირსებას 2021 წლიდან იცავდა. გამონაკლისი 2024 წელი იყო, როდესაც ფეხბურთელი იჯარით „გაგრაში“ თამაშობდა. იაკობიძე საქართველოს 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ და სლოვაკეთში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.
სატრანსფერო პერიოდში „რუსთავი“ აქტიურობს და გუნდს არაერთი ფეხბურთელი დაემატა – დევიდ ოლივეირა („ილვესი“, ფინეთი), მანუელ პამი („ლაჰტი“, ფინეთი), როლანდ ჯობავა („ლოკომოტივი მოსკოვი 2“), ავთანდილ მაშავა („დინამო თბ“), ნიკიტა სლავიცკი („იურდინგენი“ U19), ნიკოლოზ ჩიქოვანი („ლიეპაია“, ლატვია) და ნიკოლოზ ქუთათელაძე („ფოთის კოლხეთი“).