ფეხბურთი | „რეალი“ ვინისიუსს გაყიდის, თუ ბრაზილიელი კონტრაქტის გაგრძელებას არ დათანხმდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა გარემარბ ვინისიუსს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა Madrid Zone-ი წერს, „რეალმა“ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტებს აცნობა, რომ აღარ აპირებს ახალი კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას.
წყაროს ცნობით, „რეალი“ 2026 წლის ზაფხულში ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს, თუ ის თანხმობით არ უპასუხებს უკვე არსებულ შეთავაზებას.
მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე ცნობილი გახდა, რომ „რეალმა“ და ვინისიუსმა მოლაპარაკებები დაიწყეს კონტრაქტის გაგრძელებაზე.
25 წლის ვინისიუსს ამ მომენტისთვის 12-მატჩიანი უგოლო სერია აქვს.