ფეხბურთი | ქუთაისის „ტორპედო“ უკრაინელი შემტევით გაძლიერდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ქუთაისის „ტორპედო“ უკრაინელი შემტევით გაძლიერდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან გუნდს 23 წლის უკრაინელი შემტევი ვიქტორ ბლიზნიჩენკო შეუერთდა.

ახალგაზრდა უკრაინელი ფეხბურთელი კიევის „დინამოს“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, შემდეგ კი იჯარის წესით უკრაინულ „ინგულეცში“, „კრივბასსა“ და „ობოლონში“ გამოდიოდა.

ამას გარდა, ვიქტორ ბლიზნიჩენკოს უკრაინის 16 და 17 წლამდე ასაკის ნაკრებებში გამოსვლის გამოცდილებაც აქვს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

„ტორპედოს“ ახალწვეული გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩშიც მონაწილეობდა.