ფეხბურთი | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით მარცხდება [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მინიმალური სხვაობით მარცხდება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ელჩეში ესპანეთის წინააღმდეგ მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები მინიმალური სხვაობით, 1:0-ს იგებენ.

24-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ესპანელმა პინომ ანგარიში გახსნა. ოთხ წუთში საქართველოს ნაკრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან ფერან ტორესი მივიდა, თუმცა ჩვენი ნაკრების მეკარე მამარდაშვილი კუთხეს მიუხვდა და ბურთი მოიგერია.