ფეხბურთი | მიროსლავ კლოზე - ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იქნება #1TVSPORT
ფეხბურთი | მიროსლავ კლოზე - ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი იქნება #1TVSPORT

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის რამდენიმე მოთამაშის მიმართ ინტერესი იქნება“, – ასე უპასუხა „ნიურნბერგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიროსლავ კლოზემ კითხვას, შეძლებს თუ არა კლუბი წამყვანი ფეხბურთელების, მათ შორის, ლუკა ლოჩოშვილის შენარჩუნებას.

„კიკერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლოჩოშვილის მიმართ ინტერესი მართლაც არის, მსურველთა რიცხვში ინგლისური კლუბებიც არიან. თუმცა საქართველოს ნაკრების მცველს კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.

„ნიურნბერგის“ მწვრთნელმა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კლუბის გეგმებზეც ისაუბრა: „ჩვენი გუნდის ლიდერებით დაინტერესების შემთხვევაში მოგვიწევს მოლაპარაკება და იმის განსაზღვრა, ჩვენი ფინანსური რესურსით რისი გაკეთება შეგვიძლია“.