ფეხბურთი | მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ფრედ ითამაშა, ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ შეცვლაზე შევიდა #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სუონსის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა.
„უოტფორდი“ 43 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ გასვლით მატჩში „ოსასუნას“ შეხვდა. გიორგი მიქაუტაძე სტუმართა სასტარტო შემადგენობაში იყო, აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში მის მიერ დარტყმული ბურთი მეტოქის კარს ცოტათი ასცდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 75-ე წუთზე შეცვალეს.
„ვილიარეალი“ მე-17 წუთზე ჟერარ მორენომ დააწინაურა, მაგრამ მასპინძებმა პირველივე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, თუმცა 70-ე წუთზე მორენომ დუბლი შეასრულა და საბოლოოდ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
„ვილიარეალს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
პორტუგალიის ჩემპიონატში „ეშტორილმა“ სტუმრად „სანტა კლარა“ 4:2 დაამარცხა – „ეშტორილის“ შემადგენობაში ნოდარ ლომინაძე სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია.