ფეხბურთი | მიქაუტაძემ „ლევანტესთან“ დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ოთხმატჩიანი უგოლო სერია „ლევანტესთან“ მატჩში შეწყვიტა, სადაც დუბლი შეასრულა – „ვილიარეალმა“ მეტოქე 5:1 დაამარცხა.
ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველად თავი 38-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც მცველის შეცდომით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან გაიტანა, მეორედ კი 68-ე წუთზე კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ვილიარეალმა“ 68 ქულა დააგროვა, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მადრიდის „ატლეტიკოს“ 5 ქულით ასწრებს.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.