ფეხბურთი | მიქაუტაძემ ლა ლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა – „ვილიარეალმა“ „ალავესი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა „ვილიარეალში“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ალავესს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო.
ალბერტო მოლეირომ 49-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო ხერარდ მორენომ (55) მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა – 75-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ესპანეთის ლა ლიგაში მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.