ფეხბურთი | მიქაუტაძე „სოსიედადთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ვილიარეალს“ „რეალ სოსიედადის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1. ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ვილიარეალმა“ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა: მე-7 წუთზე ანგარიში მორენომ გახსნა, მე-15 წუთზე მიქაუტაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, რვა წუთში კი მისი გადაცემით პეპემ მესამე ბურთი გაიტანა.

„რეალ სოსიედადმა“ მეორე ტაიმში სხვაობა შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა. გიორგი მიქაუტაძეს კი რამდენიმე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა და კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებელი უზუსტობა გამოავლინა და შანსებით ვერ ისარგებლა.

ლა ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 59 ქულა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში სადებიუტო სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.