ფეხბურთი | „მეცმა“ „თიონვილთან“ სამბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა #1TVSPORT
ფეხბურთი | „მეცმა“ „თიონვილთან“ სამბურთიანი ჩამორჩენა გააბათილა #1TVSPORT

„მეცი“ ბელგიის ქალაქ ტუბიზეში სეზონისწინა საწვრთნელ შეკრებას ასრულებს. გუნდი ფრანგულ „თიონვილს“ ამხანაგურად შეხვდა და ურთულეს დაპირისპირებაში 5:3 დაამარცხა.

გუნდების შეთანხმებით, შეხვედრა სამი 45-წუთიანი ტაიმებისგან შედგებოდა. ქართველი ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა (64 წუთი), ხოლო გიგი აბუაშვილი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა.

მეცისთვის“ ეს ურთულესი შეხვედრა გამოდგა, რადგან საფრანგეთის რანგით მე-4 ლიგის (ნაციონალ 2) გუნდი 90-ე წუთამდე 3:0-ს იგებდა. ანგარიში კი 38-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეკარემ და გიორგი წიტაიშვილმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეცმა“ მეორე ტაიმის ბოლო წუთზე შემაცირა სხვაობა და დარჩენილ 45 წუთში კიდევ ოთხი გაიტანა – იდრისა გუეიემ და იბუ სანემ დუბლი შეასრულეს, ხოლო ერთიც კევინ ვან დენ კერკჰოფმა გაიტანა.

„მეცი“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 2 აგვისტოს „ტრუასთან“ გამართავს, ხოლო 9 აგვისტოს გერმანულ „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდება.