ფეხბურთი | „მარკას“ ინფორმაციით, ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს #1TVSPORT
ფეხბურთი | „მარკას“ ინფორმაციით, ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს #1TVSPORT

ესპანელმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა არ ისურვა და კარიერაში ახალი გამოწვევის მისაღებად მზად არის, – ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 2026 წლის ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბევრი დიდი საფეხბურთო ნაკრებისთვის ენრიკე იდეალური კანდიდატურა იქნება. თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ის გუნდს 2027 წლის ზაფხულში დატოვებს, როდესაც მოქმედი კონტრაქტი ამოეწურება.

55 წლის სპეციალისტის მიმართ ინტერესს ასევე იჩენენ ინგლისური ფეხბურთის გრანდები – „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“.

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენს“ 2023 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი მწვრთნელობის პერიოდში პარიზულმა კლუბმა 11 ტიტული მოიგო, მათ შორის ისტორიაში პირველად შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება.