ფეხბურთი | მაქს დოუმენი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა, მეტოქე 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ანგარიში შეხვედრის 89-ე წუთზე დიოკერესმა გახსნა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი მაქს დოუმენმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0. ახალგაზრდა ფეხბურთელის გოლი ისტორიული აღმოჩნდა.
დოუმენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა – ის მხოლოდ 16 წლისა და 73 დღისაა. ამით „არსენალის“ ტალანტმა ჯეიმს ვონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2005 წელს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გოლის გატანისას 16 წლისა და 270 დღის იყო.