ფეხბურთი | „მანჩესტერ სიტი“ ანტუან სემენიოს ტრანსფერთან ახლოსაა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ „ბორნმუთთან“ ანტუან სემენიოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო. პრემიერლიგის გრანდს სურს, ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტი გამოიყენოს და ის 65 მილიონ ფუნტად დაიმატოს, – ინფორმაციას ბრიტანული სპორტული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რადგან „სიტი“ გეგმავს, ყველაფერი იანვრის დასაწყისშივე დაასრულოს. თუ ტრანსფერი შედგა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გარიგება 2026 წლის იანვარში.
სემენიოს წარმომადგენლები მანჩესტერში ჩავლენ, სადაც ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელებს გაესაუბრებიან.
„ბორნმუთის“ შემტევით დაინტერესებული იყვნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 25 წლის განელმა ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.