ფეხბურთი | მამარდაშვილისა და მიქაუტაძის მატჩები ინგლისსა და ესპანეთში [ვიდეო] #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგაში „ლივერპული“ სტუმრად „ბრენტფორდთან და 2:3 დამარცხდა – ლივერპულელთა რიგებში გიორგი მამარდაშვილმა 90 წუთი ითამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ხუთი მოგერიება ჰქონდა, მისი თამაში კი 6.8 ქულით შეაფასეს.
„ბრენტფორდმა“ ანგარიში მე-5 წუთზე უატარას მიერ გატანილი ბურთით გახსნა, 45-ე წუთზე შადემ სხვაობა ორამდე გაზარდა, არბიტრის მიერ დამტებულ მეხუთზე წუთზე მერსისაიდელებმა სხვაობის შეამცირეს და „ბრენტფორდმა“ ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა მესამე გოლი პენალტით გაიტანეს, საბოლოო ანგარიში კი მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა.
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ 2:0 სძლია. გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა.
მეორე გოლის ეპიზოდში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფლანგზე მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას კომესანიამ დაასწრო და „ვილიარეალს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.