ფეხბურთი | ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ ლაცაბიძე წარადგინა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართულ კლუბს დონეცკის „შახტარიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის ცენტრალურმა მცველმა კომენტარი გააკეთა, თუ რატომ გაწყვიტა „ტორპედოში“ თამაში.
„სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ როგორც კი „ტორპედოს“ ინტერესის შესახებ გავიგე, ბევრი აღარ მიფიქრია და მაშინვე ამ გუნდში გადმოსვლა გადავწყვიტე.
„ტორპედო“ ისტორიული კლუბია, სადაც არ უნდა წახვიდე, ეს გუნდი ყველამ იცის. აქ თამაში უდიდესი მოტივაციაა.
გარკვეული წნეხიც არსებობს, მაგრამ ეს სასიამოვნო პასუხისმგებლობაა, რომელიც სურვილს გიჩენს, ყოველ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო. ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ლუკა ლაცაბიძემ.