ფეხბურთი | ლუის ენრიკე - ერთ წელში ექვსი ტიტულის მოგება ცუდი შედეგი არ არის #1TVSPORT
ფეხბურთი | ლუის ენრიკე - ერთ წელში ექვსი ტიტულის მოგება ცუდი შედეგი არ არის #1TVSPORT

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ გამარჯვების შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, „ფლამენგოსთან“ მართლაც ძალიან მაღალი დონის მატჩი გამოვიდა – გუნდთან, რომელიც ხარისხიან და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. შეხვედრა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მოთამაშეების კლასი, მენტალიტეტი და საბრძოლო ხასიათი ასეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას განსაკუთრებით სასიამოვნო სანახავი იყო.

პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ – ვაკონტროლებდით თამაშს და მეტოქეზე ზეწოლას ვახერხებდით, თუმცა პენალტის შემდეგ მატჩი უფრო დაბალანსებული და რთული გახდა. მინდა, „ფლამენგოს“ მივულოცო არა მხოლოდ ეს თამაში, არამედ მთლიანად სეზონიც.

ექვსი ტიტულის მოგება ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. დოჰაში დაბრუნება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული – აქ ყოფნისას თავს მუდამ ბედნიერად ვგრძნობთ. ჩვენი მიზანი უცვლელია – გამარჯვებების გაგრძელება“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

2026 წელს ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ფრანგულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, უეფა-ს სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.