ფეხბურთი | ლონდონის „ჩელსი“ ლიამ როსენიორის გათავისუფლებას არ გეგმავს #1TVSPORT
ფეხბურთი | ლონდონის „ჩელსი“ ლიამ როსენიორის გათავისუფლებას არ გეგმავს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის, ლიამ როსენიორის გათავისუფლებას არ აპირებს, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ბოლო დროს „ჩელსის“ არადამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი სპეციალისტს დაემშვიდობებოდა, თუმცა როგორც The Telegraph-ი წერს, როსენიორი თანამდებობას იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ გუნდი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მთავარი მწვრთნელი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და კრიტიკის მისაღებად მზად არის.

ლიამ როსენიორმა ლონდონის „ჩელსი“ იანვრის დასაწყისში ჩაიბარა, მან თანამდებობაზე იტალიელი ენცო მარესკა შეცვალა.