ფეხბურთი | ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT

მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტები ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია და გერმანია იქნებიან, – ამის შესახებ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა და მსოფლიო ფეხბურთელის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მესი თვლის, არგენტინის ნაკრებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება, მოახლოებული მუნდიალი მოიგოს.

„არგენტინასთან გამარჯვება ყველას უნდოდა და ახლა, როცა მსოფლიო ჩემპიონები ვართ, მიზანი კიდევ უფრო რთული გახდა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, მუნდიალის მოგების ფავორიტები ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია და გერმანია არიან.

ეს ურთულესი ტურნირია და ნებისმიერ გუნდთან შეიძლება გაგიჭირდეს. შესაძლოა, ბურთი ძელს მოხვდეს და არ გავიდეს ან პენალტების სერიაში წააგო, რითიც შენი გზა დასრულდება. გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე იღბალი ჩვენს მხარეს იყო“, – აღნიშნა მესიმ.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა ვაშინგტონში 5 დეკემბერს ჩატარდება. ტურნირი მომავალი წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალს სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებს.