ფეხბურთი | ლიონელ მესიმ ამერიკის ჩემპიონატში მეთორმეტე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ამერიკის MLS-ის მე-14 ტურში „ინტერ მაიამი“ „პორტლენდ ტიმბერსს“ დაუპირისპირდა და მოწინაღმდეგე ანარიშით 2:0 დაამარცხა.
31-ე წუთზე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. 42-ე წუთზე კი არგენტინელმა ვარსკვლავმა ასისტი შეასრულა, რომელიც მექსიკელმა ფორვარდმა, ხერმან ბერტერამემ გოლით დააგვირგვინა.
ბოლო ხუთ მატჩში ლიონელ მესის ათი საგოლე მოქმდება, ხუთი გოლი და ამავე რაოდნობის ასისტი დაუგროვდა.
ჯამში, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელს 13 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.