ფეხბურთი | ლენარტ კარლმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლენარტ კარლმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

17 წლის ლენარტ კარლმა ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. „ბაიერნის“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ძირითადი ფაზის მეექვსე ტურში „სპორტინგის“ კარი აიღო, მანამდე კი „არსენალსა“ და „ბრიუგეს“ გაუტანა.

ამ სერიით კარლი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ტურნირის სამ მატჩში გაიტანა. ეს მან 17 წლისა და 290 დღის ასაკში შეძლო.

სტატისტიკაში გათვალისწინებულია ის პერიოდი, რომელიც 1992/93 წლების სეზონიდან იწყება – როცა ევროპის ჩემპიონთა თასმა ჩემპიონთა ლიგის სახელწოდება მიიღო.

„ბაიერნმა“ „სპორტინგს“ 3:1 სძლია და პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამჟამად მიუნხენური გუნდი 15 ქულით მეორე ადგილზეა.