ფეხბურთი | კრისტიან ძაკარდო - ანდრია ბართიშვილს შეუძლია, დიდი ფეხბურთელი გახდეს #1TVSPORT
ფეხბურთი | კრისტიან ძაკარდო - ანდრია ბართიშვილს შეუძლია, დიდი ფეხბურთელი გახდეს #1TVSPORT

საფეხბურთო აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ Sky Calcio-სთან ინტერვიუში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „იბერიის“ შემტევს, ანდრია ბართიშვილს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას ძმაზე, თორნიკეზე კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„ბოლო პერიოდში საქართველოში უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე ანდრია ბართიშვილია. ამ 16 წლის შემტევ ნახევარმცველს შეუძლია, დიდი ფეხბურთელი გახდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ნაპოლიში“ გადასვლამდე ორი წლით ადრე ვნახე, ის უკვე ფენომენალური ფეხბურთელი იყო. შევხვდი მას და შემდეგ „ნაპოლიში“ გავუწიე რეკომენდაცია.

მისი ძმა თორნიკე 2010 წელს არის დაბადებული და ხვიჩას მსგავსი სათამაშო უნარები აქვს. ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, კარგი დრიბლინგი და დარტყმა აქვს“, – თქვა კრისტიან ძაკარდომ.