ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, კარიერა 2027 წელს დაასრულოს #1TVSPORT
კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, კარიერა „ალ ნასრში“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2027 წელს დაასრულოს, – ამის შესახებ ინფორმაციას talkSPORT-ი ავრცელებს.
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელშეკრულების ვადა საუდის არაბეთის ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან 2027 წლის ივნისში იწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდოს კარიერის დასრულების შემდეგ მისი პირველი ნაბიჯი, შესაძლოა, ისევ საუდის პრო ლიგასთან იყოს დაკავშირებული – ამჯერად უკვე მფლობელობის მიმართულებით. საუბარია იმაზე, რომ მან გაზარდოს კლუბში ის წილი, რომელიც უკვე აქვს. ამჟამად ის კლუბის აქციების 15 პროცენტს ფლობს.
40 წლის რონალდო „ალ ნასრის“ წევრი 2022 წლის დეკემბერში გახდა. გუნდის მაისურით ჩატარებულ 131 მატჩში 116 გოლი გაიტანა. მას ჯერ არაბულ გუნდთან ერთად ტიტული არ მოუგია.