ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საუდის არაბეთის პრო ლიგაში კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრიმ“ სტუმრად „დამაკი“ 2:1 დაამარცხა.

„ალ-ნასრის“ მხრიდან მეორე გოლი ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. ეს გოლი მისთვის კარიერაში 960-ე აღმოჩნდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა 1000-გოლიან ნიშნულს.

40 წლის პორტუგალიელის გუნდს საუდის არაბეთის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი მატჩი არ ჰქონდა მოგებული და წარუმატებელი სერია სწორედ „დამაკთან“ შეწყვიტა.

ამ მომენტისთვის „ალ-ნასრი“ 37 ქულით პრო ლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ ჰილალს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.