ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდო - კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება მსურს #1TVSPORT
ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰაზემის“ მატჩის (4:0) შემდეგ გააკეთა, რომელშიც მან დუბლი შეასრულა.
რონალდოს თქმით, კარიერის საუდის არაბეთის ჩემპიონატში გაგრძელება სურს და ის ამ ქვეყანას ეკუთვნის.
„კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება მსურს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მე ამ ქვეყანას ვეკუთვნი. ეს არის ადგილი, რომელმაც მიმიღო როგორც მე, ასევე ჩემი ოჯახი და მეგობრები. ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი გადაწყვეტილება ნათელია“, – ამბობს რონალდო.
„ალ-ჰაზემის“ წინააღმდეგ შეხვედრაში 41 წლის პორტუგალიელმა თავისი კარიერული გოლების მაჩვენებელი 964-მდე გაზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა 1000-გოლიან ნიშნულს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრიშტიანო რონალდოს 501 გოლი დაუგროვდა მას შემდეგ, რაც 30 წელი შეუსრულდა.