ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ „ლე ავრთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ „ლე ავრთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა შეასრულა და „პარი სენ ჟერმენს“ „ლე ავრთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 3:0.

საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული თავდამსხმელი პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მოედანზე 71-ე წუთზე შეუშვა. 87-ე წუთზე კი კვარაცხელიას შესანიშნავი გადაცემით ბრედლი ბარკოლა „ლე ავრის“ მეკარესთან პირისპირ გავიდა და ფრანგ თავდამსხმელს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ეს კვარაცხელიას მესამე საგოლე გადაცემაა.

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში გიორგი მიქაუტაძემ „ვილეარეალის“ რიგებში შეცვლაზე ითამაშა – ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „მალიორკა“ 2:1 დაამარცხა, მიქაუტაძე კი მოედანზე 64- წუთზე შევიდა.