ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრები ჩაატარეს – ხვიჩა კვარაცხელიამ კი მორიგი გოლი გაიტანა.

ლისაბონში „სპორტინგისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებაში გიორგი ქოჩორაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილან.

ქოჩორაშვილი მოედანზე 90+5-ე წუთზე შევიდა, კვარაცხელია კი – 66-ე წუთზე. 74-ე წუთზე ლუის სუარესმა „სპორტინგი“ დააწინაურა. ხუთ წუთში კვარაცხელიამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ლუის სუარესმა 89-ე წუთზე „სპორტინგს“ გამარჯვება მოუტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლოს ყვითელი ბარათიც მიიღო.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა  ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე სამი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე „აიაქსს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. გიორგი მიქაუტაძე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 72-ე წუთზე შევიდა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.